საქართველოს შემოქმედ მოსწავლეთა შეკრება
20 იანვარი 2017 წ.

 

2017 წლის 29 აპრილს „კალმოსანის“ ლიტერატურული სალონი გიწვევთ საქართველოს შემოქმედ მოსწავლეთა შეკრებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში.  

ლიტერატურულ სალონზე მოწვეული იქნებიან ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული ავტორები (საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან), რომლებიც წარმოადგენენ მხატვრული ღირებულების მქონე ლექსს, მოთხრობას, ნოველას, მინიატურას, ზღაპარს, მხატვრულ ჩანახატს, ესეს, ლიტერატურულ პორტრეტს, დღიურს- მხატვრული სახით, სადაც წარმოჩინდება ახალბედა „კალმოსანის“ მწერლური ალღო, თემის მიგნების უნარი, საგნის, მოვლენის არსის სიღრმეთა წვდომის მცდელობა, მეტაფორული წარმოსახვა, შემოქმედებითი მუხტი, ტექსტის გამართვა- კარგი ქართულით და ა.შ.

შემოქმედ მოსწავლეთა ნამუშევრების მიღება იწარმოებს ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (თბილისი, რუსთაველის გამზ.6) მოსწავლეთა 71-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის კაბინეტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 37 59 60;  2 99 01 97 ; 2 18 60 90

სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის კაბინეტი: 2 99 75 06