სასახლესა და SBFIC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30 იანვარი 2017 წ.

 

 30 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და SBFIC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის (SBFIC) ეროვნული სასახლის ახალი პარტნიორია. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისათვის (SBFIC) აღმასრულებელმა დირექტორმა ანია დაინცერმა. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ურთიერთშეთანხმების პრინციპებზე დაფუძნებით და სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული მიდგომით, მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს ქართველ ახალგაზრდებში დაზოგვის კულტურის ამაღლებას და ფინანსური განათლების დონის გაზრდას, რაც მათ სამომავლოდ ბიუჯეტის განკვარგვას, დაზოგვის მნიშვნელობასა და პოტენციური რისკების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.