|
ტრენინგი „ბიზნესის უნარ-ჩვევები“
![]() 05 თებერვალი 2017 წ.
![]()
5 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებისათვის „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" მიერ გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი „ბიზნესის უნარ-ჩვევების" პროგრამის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებში. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებში ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება.
|











