ტრენინგი „დაზოგვის თამაში“
12 თებერვალი 2017 წ.

12 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი დაზოგვის თამაშის შესახებ. ტრენერებმა, სასახლის კომპიუტერული სტუდიის პედაგოგმა ირმა ბარკალაიამ და გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის ექსპერტმა თამარ გზირიშვილმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა, შემოსავლების დაზოგვა.

ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაეთმო სამაგიდე თამაშს, რომელიც ოჯახის სიტუაციას ასახავს, მონაწილეებმა ოჯახის შემოსავალი და ხარჯები დააბალანსეს, განკარგეს თანხები და გაუმკლავდნენ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს. ასევე მიიღეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა საბანკო პროდუქტისა და ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.

ტრენინგის მიზანია მოსწავლეებში დაზოგვის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების დონის გაზრდა.