სასახლის გეგმების და პროექტების პრეზენტაცია
23 თებერვალი 2017 წ.

 

23 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა პრეზენტაცია მიმდინარე პროექტების, ინიციატივებისა და 2017 წლის სამომავლო გეგმების შესახებ. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ კოლექტივს ახალი სტრუქტურა წარუდგინა და პრიორიტეტულ სტრატეგიულ მიმართულებებზე ესაუბრა. 
ამჟამად, ეროვნულ სასახლეში მიმდინარეობს რებრენდინგის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც სასახლე მაქსიმალურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, გამოცხადდა სასახლის ფოიეს დიზაინის პროექტზე კონკურსი, ასევე სასახლეში იგეგმება ახალი საგამოფენო და სამუზეუმო სივრცეების მოწყობა, დაარსდა სასახლის მეცენატთა და მეგობართა კლუბი , კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი "საუბრები სასახლის სამკითხველოში", არაფორმალური განათლების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოდელების მიხედვით მომზადდა თანამედროვე არაფორმალური განათლების გზამკვლევი და სხვ.