|
მემორანდუმი ეროვნულ სასახლეს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის
![]() 27 თებერვალი 2017 წ.
![]()
27 თებერვალს, ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლესა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება ქართულ საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და ისტორიული ტოლერანტობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმში რელიგიური ტოლერანტობის კუთხის დაარსება.
|










