|
"საუბრები სასახლის სამკითხველოში"
![]() 04 მარტი 2017 წ.
![]() 4 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოში პროექტის "საუბრები სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელ ალექსანდრე ელერდაშვილთან და სცენარისტ ქეთი დევდარიანთან. აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტმა ალექსანდრე ელერდაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია, საინტერესო ლექცია-საუბარი თემაზე „ვეფხისტყაოსნის" გეოგრაფიული სახელები, მათი ეტიმოლოგია და ადგილმდებარეობა" , გააცნო სამეცნიერო მოსაზრებები იმ ტოპონიმებზე, რომელიც პოემაში გვხვდება.
|











