|
სადღესასწაულო შეხვედრა ეროვნულ სასახლეში
![]() 09 მარტი 2017 წ.
![]() მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ 8 მარტი, დედის დღეს მიულოცა და პროფესიული წარმატება, ბედნიერება უსურვა სასახლის თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს - ქვეყნის მომავლის აღზრდას ემსახურებიან. კოლეგებს დღესასწაული მიულოცეს პედაგოგებმა. სასახლის აღსაზრდელებმა - ქართული ენის და ლიტერატურის კაბინეტის მოსწავლეებმა, ფოლკლორული სტუდიის ანსამბლებმა „კესანემ" და „დარიალმა" შესანიშნავი პოეზიით და ხალხური სიმღერით გაალამაზეს საღამო, ისტორიულ დარბაზში გამოიფინა სასახლის თანამშრომელი ქალბატონების ფოტოები.
|











