სადღესასწაულო შეხვედრა ეროვნულ სასახლეში
09 მარტი 2017 წ.

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის თეთრ დარბაზში  ქალთა  დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საზეიმო  შეხვედრა  გაიმართა.  ეროვნული სასახლის  დირექტორმა  თიკა რუხაძემ   8 მარტი,  დედის  დღეს მიულოცა და   პროფესიული წარმატება, ბედნიერება უსურვა სასახლის თანამშრომლებს,  რომლებიც  ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს -  ქვეყნის მომავლის აღზრდას ემსახურებიან. კოლეგებს   დღესასწაული  მიულოცეს პედაგოგებმა.  სასახლის  აღსაზრდელებმა -  ქართული ენის და ლიტერატურის კაბინეტის მოსწავლეებმა,  ფოლკლორული სტუდიის  ანსამბლებმა „კესანემ"  და  „დარიალმა"  შესანიშნავი პოეზიით და ხალხური  სიმღერით გაალამაზეს საღამო,  ისტორიულ დარბაზში  გამოიფინა სასახლის თანამშრომელი ქალბატონების ფოტოები.