71-ე სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია
30 ნოემბერი -0001 წ.

 

გ     ი     წ     ვ     ე     ვ     თ !

 

მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ყოფილ და ახლანდელ სასახლელებს, მათ, ვის ცხოვრებასაც სასახლის პედაგოგებთან ურთიერთობამ წარუშლელი კვალი დააჩნია, ვისი აზროვნების, ცნობიერების ჩამოყალიბებაში, პროფესიის არჩევასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში სწორედ სასახლემ ითამაშა დიდი როლი. გავიხსენოთ სასახლეში გატარებული დაუვიწყარი წლები, მომავალ თაობას გავაცნოთ თუ რას ნიშნავს იყო სასახლელი, თუ როგორ ალამაზებს იგი ჩვენს ბავშვობას.

 

მოსწავლეთა  71-ე  სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია  ჩატარდება  3  ეტაპად: სასკოლო- ნოემბერი, სარაიონო-დეკემბერი,  დასკვნითი -აპრილი.

 

 დასკვნითი ტურისთვის ნაშრომები მიიღება დეკემბერ-იანვარში საორგანიზაციო კომიტეტში (მე-2 სართული, ოთახი 54, ტელ: 2 99 75 06)

 

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან საპატიო სიგელებითა და დიპლომებით.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VIII - XII კლასის მოსწავლეებს

მოსწავლეებს შეუძლიათ საკონფერენციო ნაშრომები დაამუშაონ ნებისმიერ საკითხზე. მოსწავლეთა სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაზე მუშაობს შემდეგი სექციები: ქართული ენა, ლიტერატურა, ფოლკლორი, ჟურნალისტიკა, უცხო ენები (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ბერძნული), მათემატიკა, ინფორმატიკა,  საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა (მხატვრობა, მუსიკა, თეატრი, ცეკვა), კინო - ფოტო ხელოვნება, ისტორია, ეთნოგრაფია, გეოგრაფია-გეოლოგია, ტურიზმი და მთამსვლელობა, (ჩანახატი, ფოტოსურათი, ლაშქრობის ამსახველი ვიდეოდისკი), ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის (ბიოლოგია, ქიმია, აგრობიოტექნოლოგია), ფიზიკა, ასტრონომია, რადიოელექტრონიკა, საინჟინრო გრაფიკა და არქიტექტურა, სპორტი.

 

დეტალური  ინფორმაციისათვის იხილეთ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი

 კონფერენციის დებულება www. youthpalace.ge

 

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე www.youthpalace.ge