|
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ტიტანიკის ჩაძირვიდან ასი წლის თავი აღინიშნა
![]() 20 აპრილი 2012 წ.
![]() 20 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში ტიტანიკის ჩაძირვიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სტუდია ''პიონერფილმის''30–მდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა თეატრალურ დადგმებში გემის ჩაძირვამდე წინა და შემდგომში განვითარებული მოვლენები წარმოადგინეს, ნაჩვენები იყო ჩაძირული გემის რეალური ფოტო და ვიდეო მასალები, ღონისძიებას ტიტანიკში მყოფი ქართველის შთამომავალი იგორ ნაგორინი დაესწრო. 2012 წლის 15 აპრილს ტიტანიკის ჩაძირვიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს მასშტაბით ეს ერთადერთი ღონისძიება იყო, რომელიც სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა. |








