|
მემორანდუმი ეროვნულ სასახლესა და გამომცემლობა „ბაკმს " შორის
![]() 16 მარტი 2017 წ.
![]() 16 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და გამომცემლობა „ბაკმს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანი მოსწავლე ახალგაზრდებს შორის წიგნისადმი ინტერესის გაღვივების ხელშეწყობა და ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების განხორციელებაა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და გამომცემლობა „ბაკმის" დირექტორმა ბონდო მაცაბერიძემ.
|









