"საუბრები სასახლის სამკითხველოში"
19 მარტი 2017 წ.

19 მარტს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოში პროექტის "საუბრები სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგ, პროფესორ ლევან ბერძენიშვილთან.   ბერძენიშვილთან.  აუდიტორიასთან საუბრის თემა იყო წიგნიერების ფენომენი, წიგნის კითხვის კულტურის ამაღლება, რაც სამყაროს ხედვის ფართო შესაძლებლობას იძლევა, ხელს უწყობს მხატვრული წარმოსახვის, აზროვნების განვითარებას; სტუმარმა ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მკითხველისათვის „მისი წიგნის“ აღმოჩენა, უპასუხა მოსწავლეებისა და პედაგოგების შეკითხვებს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.