ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
21 მარტი 2017 წ.

 

21 მარტს   სასახლის სარკეებიან დარბაზში ჟურნალ "ნარგისის" მერვე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ეროვნულ სასახლესა და ჟურნალ "ნარგის- საქართველოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომელიც ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზებას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და ჟურნალ "ნარგისს საქართველოს" მთავარმა რედაქტორმა თაკო ჩხეიძემ.