ტიგრან პეტროსიანის მემორიალი
22 მარტი 2017 წ.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა ტიგრან პეტროსიანის მემორიალი 8 და 10 წლის მოჭადრაკე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.ტურნირში მონაწილეობდა 82 მოჭადრაკე ქვეყნის მასშტაბით, სასახლის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. 8 და 10 წლის გოგონათა ტურნირები მოიგეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი მაჭარაშვილის მოსწავლეებმა მარიამ ჭეჭელაშვილმა და ანა მაჭარაშვილმა.
10 წლის მოჭადრაკეთა შორის მეორე შედეგი აჩვენა დავით ლომთაძემ (მწვრთნელი მზია წერეთელი); გოგონებში მესამე იყო თამარ ზღუდაძე (მწვრთნელი დავით გურგენიძე), ის საუკეთესო იყო 9 წლის გოგონათა შორის.