|
ტიგრან პეტროსიანის მემორიალი
![]() 22 მარტი 2017 წ.
![]()
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა ტიგრან პეტროსიანის მემორიალი 8 და 10 წლის მოჭადრაკე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.ტურნირში მონაწილეობდა 82 მოჭადრაკე ქვეყნის მასშტაბით, სასახლის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. 8 და 10 წლის გოგონათა ტურნირები მოიგეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი მაჭარაშვილის მოსწავლეებმა მარიამ ჭეჭელაშვილმა და ანა მაჭარაშვილმა.
|










