|
ეროვნულმა სასახლემ „დედამიწის საათი“ აღნიშნა
![]() 24 მარტი 2017 წ.
![]()
24 მარტს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქცია „დედამიწის საათი" - „ჩააქრე სინათლე ერთი საათით". სასახლის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრის (ხელმძღვანელი ეკა ელიზბარაშვილი) მოსწავლეებმა მოსახლეობას დაურიგეს ამ დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ფლაერები, ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რა ინფორმაციას ფლობენ „დედამიწის საათის შესახებ". 25 მარტს მოსწავლეები „დედაენის ბაღში" დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრის ინიციატივით ეს დღე სასახლეში მეექვსედ აღინიშნება. „დედამიწის საათი" პირველად 2007 წელს სიდნეიში, ავსტრალიაში აღინიშნა, როცა 2 მლნ-ზე მეტ დაწესებულებაში ელექტროენერგია ერთი საათით გამორთეს. მალე ეს წამოწყება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცა.
|











