ენტინის შემოქმედებითი ცენტრის მოსწავლეები სასახლეში
27 მარტი 2017 წ.

 

27 მარტს,  სასახლის სარკეებიან დარბაზში  რუსეთის იური ენტინის   შემოქმედებითი ცენტრის მოსწავლეებისა  და სასახლის ანსამბლების მონაწილეობით  ერთობლივი საღამო გაიმართა.

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეს, საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში  იური ენტინის   შემოქმედებითი ცენტრის წარმომადგენლები,   რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ანსამბლები სტუმრობენ.    

 

შემოქმედებითი ცენტრის   ხელმძღვანელია  ცნობილი პოეტი,  მრავალი პოპულარული საბავშვო  სიმღერის ტექსტის, ანიმაციური ფილმის ავტორი  იური ენტინი. თბილისში ჩამოვა   „ენტინის შემოქმედებითი ცენტრის" დირექტორი და პროდუსერი  რეჟისორი  კონსტანტინ მულინი.

ღონისძიების ფარგლებში  გაიმართება ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო  აქტივობები:  შეხვედრები ვოკალურ-ინსტრუმენტულ  ანსამბლ „მზიურთან", სასახლის პედაგოგის, ლოტბარ თემურ ქევხიშვილის  მასტერკლასი,  მხიარული დისკოთეკა,  ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში,  სტუმრები   დაათვალიერებენ ძველ თბილისს.