თვითნაკეთი და რბილი სათამაშოების გამოფენა – კონკურსი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში
22 აპრილი 2012 წ.

22 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თვითნაკეთი და რბილი სათამაშოების საქალაქო კონკურსი გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეობა შემეცნებით თამაშობათა სტუდიის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსზე წარმოდგენილი იქნა ქართული ეროვნული თოჯინების ნიმუშები. ასევე გამოყენებული იყო ნებისმიერი მასალისგან დამზადებული სათამაშოების ნიმუშები, ზღაპრების თემაზე შექმნილი კომპოზიციები და თოჯინები.

კონკურსი სამ ტურად ჩატარდა სასკოლო, სარაიონო და საქალაქო. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სკოლების, სკოლა–ინტერნატებისა და ბავშთა სახლების მოსწავლეებს შეეძლოთ.

2011 წლის დეკემბერში შემეცნებით თამაშობათა სტუდიამ სასკოლო და სარაიონო კონკურსის ტურები ჩაატარა, სადაც სტუდიის პედაგოგებმა მოსწავლეების მიერ შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინეს. სასკოლო და სარაიონო ტურებში მონაწილეობა 30–მდე სკოლამ მიიღო.

კონკურსი ყოველწლურად ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი ფანტაზიის სტიმულირება, შრომითი ჩვევების დანერგვა, მხატვრული და ესთეტიკური გემოვნების განვითარება.