სასახლის პროექტების პრეზენტაცია
31 მარტი 2017 წ.

31 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლის პროექტების, სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მოწვეულ საზოგადოებას გააცნო სასახლის მიმდინარე და სამომავლო გეგმები. მათ შორის აღსანიშნავია სასახლის რებრენდინგი, ინფრასტრუქტურული პროექტები, სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრის მიერ არაფორმალური სწავლების მოდულების შემუშავება. პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად მუშავდება სასახლის მუზეუმის პროექტი, რომლის ფარგლებში სასახლეში სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეები მოეწყობა, დაარსდება ალექსანდრე ქართველიშვილის სამუზეუმო კუთხე.  

შეხვედრას ესწრებოდნენ სასახლის კურატორი, ქ.თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, კულტურის მოღვაწეები და მეცენატები.