|
მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობა
![]() 06 აპრილი 2017 წ.
![]() 6 აპრილს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში შემეცნებით თამაშობათა სტუდიის ორგანიზებით გაიმართა მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობა ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონის 86-ე და ძველი თბილისის რაიონის 42-ე საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით. გუნდები ერთმანეთს ერუდიციასა და საზრიანობაში, სისწრაფეში, შემოქმედებით შესაძლებლობებში შეეჯიბრნენ, უპასუხეს კითხვებს სხვადასხვა სფეროდან, გაიმართა ბლიც-კონკურსი, თეატრალური კონკურსი, მუსიკალური ვიქტორინა, მხიარული შეჯიბრი... დაძაბულ ორთაბრძოლაში აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის 42 -ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა და ასპარეზობის ფინალში გავიდა, რომელიც სასახლის საიუბილეო დღეებში გაიმართება. ასპარეზობის შედეგები შეაჯამა ჟიურიმ სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის გოგი თოდაძის თავმჯდომარეობით.
|











