მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობა
06 აპრილი 2017 წ.

6 აპრილს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან  დარბაზში შემეცნებით თამაშობათა სტუდიის  ორგანიზებით გაიმართა    მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობა ქ. თბილისის  ისან-სამგორის რაიონის 86-ე და ძველი თბილისის რაიონის 42-ე საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით.  გუნდები  ერთმანეთს ერუდიციასა და საზრიანობაში, სისწრაფეში, შემოქმედებით შესაძლებლობებში შეეჯიბრნენ, უპასუხეს კითხვებს სხვადასხვა სფეროდან,  გაიმართა  ბლიც-კონკურსი,  თეატრალური კონკურსი, მუსიკალური ვიქტორინა,  მხიარული შეჯიბრი...  დაძაბულ  ორთაბრძოლაში აკადემიკოს  ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის  42 -ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა და ასპარეზობის ფინალში გავიდა, რომელიც სასახლის საიუბილეო დღეებში გაიმართება.  ასპარეზობის შედეგები შეაჯამა ჟიურიმ სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის გოგი თოდაძის თავმჯდომარეობით.