მემორანდუმი ეროვნულ სასახლესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის
26 აპრილი 2017 წ.

26 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ მოაწერეს. 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ მხარეები სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული მიდგომით,შეუწყობენ ხელს სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ფართო საგანმანათლებლო და შემეცნებითი გარემოს შექმნას. არაფორმალურ განათლებაზე და სკოლისგარეშე განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, 6-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი არასაგაკვეთილო აქტივობების შეთავაზებას, არაფორმალურ  და სკოლისგარეშე სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა და მუშაკთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.