|
მოსწავლეთა 71 -ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცია
![]() 29 აპრილი 2017 წ.
![]()
29 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში მოსწავლეთა 71 -ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცია გაიმართა. ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციაში საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების VIII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მონაწილეებმა კონფერენციის 28 სექციაში მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სხვადასხვა სფეროში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს და სექციურ სხდომებზე დაიცვეს თავიანთი თემები. მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს ცნობილმა მეცნიერებმა, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებმა. სულ კონფერენციაზე შემოვიდა 2000 ნაშრომი, დასკვნით ტურზე წარმოდგენილი იყო 447 თემა. მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მიზანია მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭის და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა. კონფერენციის წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე ხარისხის დიპლომებით და სიგელებით, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიპლომებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედი ფონდის, სხვადასხვა ორგანიზაციის, ბიზნესმენთა მიერ დაწესებული პრიზებით.
|











