2 მაისი - ეროვნული სასახლის დაარსების დღე
02 მაისი 2017 წ.

2 მაისს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის დაარსების დღეს,  სასახლემ უამრავი მილოცვა მიიღო, როგორც ოფიციალური პირებისგან, ისე აღზრდილებისა და მეგობრებისგან.  

ისტორიულ  თეთრ დარბაზში  შეკრებილ  თანამშრომლებს   სასახლის   დირექტორმა  თიკა რუხაძემ  ეს  ღირსშესანიშნავი  დღე  მიულოცა,      პროფესიული წარმატება უსურვა  ღირსეული  მომავალი თაობის აღზრდის მნიშვნელოვან   საქმეში, წინ პოზიტიური და სიახლეებით სავსე გზაა -აღნიშნა მან.  კოლეგებს მიულოცეს სასახლის  სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი თოდაძემ, რომელმაც აღნიშნა,  რომ სასახლე სისხლსავსე დინამიური ცხოვრებით ცხოვრობს, მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი.  სტუდია „პიონერფილმის" ხელმძღვანელმა  გრიშა ჩიგოგიძემ   სასახლის კოლექტივს  ერთ დიდ თაიგულად  შეკვრა და  წარმატება  უსურვა. კოლეგებს  ღირსშესანიშნავი  დღე  მიულოცა  ფოლკლორული სტუდიის ხელმძღვანელმა თემურ ქევხიშვილი.