|
ეროვნული სასახლის სამეცნიერო კუთხის გახსნა
![]() 27 აპრილი 2017 წ.
![]()
27 აპრილს, „ ამერიკის დღეები-2017"-ის ფარგლებში მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამეცნიერო კუთხის საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული. „ამერიკის დღეები-2017" აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავს ეძღვნება. სტუმრებს მიესალმა და აშშ-ს საელჩოს ამ ძალზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, აღნიშნა, რომ საელჩოსა და სასახლეს ათწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, სასახლეში მოქმედებს „ამერიკული კუთხე". აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსის, კორტნი ოსტრიანის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის 25 -წლიანი მრავალმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, ახალგაზრდული, სამეცნიერო სფეროს პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საელჩო მზად არის შემდგომი პარტნიორობისთვის. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცბობიერების ამაღლებაში, ამ მიმართულებით ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებაში შეტანილი წვლილი, კონტრიბუცია ყველაზე მნიშვნელოვანია. პარტნიორ ორგანიზაციებს, სტუმრებს მადლობა გადაუხადა „სამეცნიერო კუთხის" ხელმძღვანელმა ია გოდერძიშვილმა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე. სტუმრებმა სასახლის ეზოში პატრიარქის მიერ ნაკურთხი ზეთისხილის ნერგები დარგეს .
|











