საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებმა ღონისძიებაში ,,ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს” მიიღეს მონაწილეობა
24 აპრილი 2012 წ.

 

24 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ლიტერატურული სტუდიის ,,ლიტერატურის მოყვარულთა” – წრის წევრებმა ღონისძიება ,,ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს” გამართეს.

საღამო შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებით გაიხსნა. გამომსვლელებმა ,,ვეფხისტყაოსანი” თორმეტ ენაზე წაიკითხეს. თეთრ დარბაზში მოეწყო თემატური გამოფენა. ღონისძიებაზე მოწვეულმა ჟიურიმ მონაწილე ბავშვების შემოქმედება შეაფასეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს არამარტო სასახლის აღსაზრდელებმა, არამედ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებმა და სამედიცინო უნივერსიტეტის (ინდოელმა) სტუდენტებმა. 

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემიდან 300 წელი გავიდა.