|
გეოვიქტორინა- 2017
![]() 16 მაისი 2017 წ.
![]()
გეოვიქტორინა სკოლის მოსწავლეთათვის!
2017 წლის 4 ივნისს საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით გაიმართება სკოლის მოსწავლეთა კონკურსი „გეოვიქტორინა-2017".
კონკურსი ეძღვნება ცნობილ გეოგრაფსა და კარტოგრაფს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) „ლანდშაფტური ანალიზის" კომისიის დამფუძნებელსა და პირველ ხელმძღვანელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის გეოინფორმატიკის და კარტოგრაფიის კათედრის გამგეს (1981-2006), მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღზრდილს, პროფესორ ნიკოლოზ ბერუჩაშვილის დაბადების 70 წლის იუბილეს.
გეოვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასების მოსწავლეებს.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 6 მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, სარკეებიანი დარბაზი დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
|






გეოვიქტორინა- 2017

