სოლიდარობის ფონდის პრეზენტაცია
01 მაისი 2017 წ.

 

1 მაისს მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში  საქართველოს   სოლიდარობის ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრა ფონდის   საქმიანობისა და მიზნების, მნიშვნელობის შესახებ, რომლის    ბენეფიციარები  ამ ეტაპზე   ონკოლოგოგიური  დაავადების  მქონე  22 წლამდე  ბავშვები და ახალგაზრდები  არიან,  ყურადღება გაამახვილა   თანხების მობილიზების ფორმებსა  და  გამჭვირვალე ადმინისტრირების  სისტემაზე,  სოციალური პასუხისმგებლობისა  და  საზოგადოებრივი სოლიდარობის  შეგნების ამაღლების აუცილებლობაზე.  სოლიდარობის ფონდის  სლოგანია „სიკეთე გადამდებია".