მემორანდუმი ეროვნულ სასახლესა და სოლიდარობის ფონდს შორის
04 მაისი 2017 წ.

4 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო კაკალიაშვილმა.

მემორანდუმის თანახმად,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლები ყოველთვიურ ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დასახმარებლად. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე სოლიდარობის ფონდის პოპულარიზაციისა და თანხების მობილიზების კუთხით ჩაერთვება საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებაში.