|
ნორჩ მხაზველთა 54-ე კონკურსის გამოფენა-დაჯილდოება
![]() 04 ივნისი 2017 წ.
![]() 4 ივნისს მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ნორჩ მხაზველთა და არქიტექტორთა 54-ე რესპუბლიკური კონკურსის მეორე ტური - გამოფენა - დაჯილდოება ეროვნული სასახლის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის, ბათუმის, თელავის სკოლების 100 -მა მოსწავლემ, აქედან გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრიზით 2 წარჩინებული მონაწილე - ეროვნული სასახლის საინჟინრო გრაფიკისა და მაკეტირების წრის წევრი ანა თვარაძე და ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხაზვის წრის წევრი, XII კლასის მოსწავლე ვიტალი კირინი დაჯილდოვდნენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის I ხარისხის დიპლომი 32 მოსწავლეს გადაეცა , II ხარისხის დიპლომი - 18 მოსწავლეს, სასახლის სიგელი- 30 მონაწილეს, ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი - კონკურსის 18 მონაწილეს. ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო საგამოფენო ნამუშევრების წარმდგენი მოსწავლეები. სასახლის მადლობის ფურცელი 8 პედაგოგმა დაიმსახურა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის 70-ე საჯარო სკოლის, სკოლა „ლაშარის" , „ახალი ქართული გიმნაზიის" და რეგიონების წარმომადგენლები. სასახლის მუზათა მოედანზე გაიმართა გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, შეფასება და საუკეთესოთა გამოვლენა - დაჯილდოება, წლევანდელი კონკურსი კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული ნახაზების სიმრავლით გამოირჩეოდა. დაჯილდოებისას აღინიშნა, რომ წელს კონკურსზე საინტერესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა დიდ ინტერესსა და აქტიურობას იჩენს ამ კონკურსის, ხაზვა -არქიტექტურის სფეროს მიმართ.
|











