საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დედამიწისდღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
25 აპრილი 2012 წ.

22-25 აპრილს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩაატარა.

სასახლის ეზოში დაირგა 2 სახეობის 30-მდე ნერგი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დედამიწის დღის აღსანიშნავად მოწვეულმა სტუმრებმა სასახლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. სტუმართა შორის იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტროსა და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლები.

კვრეულის ფარგლებში ჩატარდა თეორიული კონფერენცია ,,ჩვენი დედამიწა”, ასევე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში მოეწყო ეკო-სემინარი, მსოფლიოში კლიმატის ცვლილებებისა და გლობალური დათბობის საკითხებზე. აღნიშნულ სემინარს სასახლის აღსაზრდელებიც დაესწრნენ.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდოობის ეროვნულ სასახლეში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქციები უკვე ტრადიციულია და 1996 წლიდან ყოველი წლის გაზაფხულზე ტარდება.