სპიკერ - პროგრამა ამერიკულ კუთხეში
26 აპრილი 2012 წ.

26 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში ჩატარდა სპიკერ პროგრამა თემაზე: ”პირველი თაობის ემიგრანტების ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში”. პრეზენტაციას ამერიკის შეერთებული შტატების ბელგრადის საელჩოს საინფორმაციო რესურსების ოფიცერი, ამერიკული კუთხეების რეგიონალური კოორდინატორი ქალბატონი ალკაბჰ ხატნაგარი უძღვებოდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საინფორმაციო რესურსების სპეციალისტი, საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორი ქეთი ასათაშვილი. Pრეზენტაციის შემდეგ, თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ამერიკული კუთხის სხვადასხვა კლუბებში გაერთიანებულმა უფროსკლასელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ბავშვებმა სტუმარს გააცნეს ამერიკული კუთხის ტრადიციები, პროგრამები და ღონისძიებები.