|
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს უმასპინძლა
![]() 27 აპრილი 2012 წ.
![]() 27 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა. სასახლის აღსაზრდელები სტუმრების წინაშე სპეციალურად შერჩეული საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ. წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები. საღამოს ოლიმპიადის ორგანიზატორები და საქართველოში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლეები დაესწრნენ. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადას ყოველწლიურად მასპინძლობს და პროექტის ორგანიზატორებთან აქტიურად თანამშრომლობს. |








