|
ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე საქართველოს ახალგაზრდობის სახლში
![]() 15 მარტი 2012 წ.
![]() 15 მარტს ჩერქეზული კულტურის ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდობის სახლმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მხარეებმა თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად შეადგინეს კულტურული თანამშრომლობის და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების ფარგლები, მიზნად დაისახეს ითანამშრომლონ განათლების, კულტურული მემკვიდრეობების დაცვისა და მეცნიერების სფეროებში, მოახდინონ ჩერქეზული და ზოგადად კავკასიური კულტურის პოპულარიზაცია ქართველ მოსწავლე ახალგაზრდებში. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა ლიკა მეღვინიშვილმა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა გახსნეს ღონისძიება _ ”ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე თბილისში”. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის 12 ფერწერული ნამუშვარი. გარდა ამისა ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოიფინა ქართველი ეთნოგრაფის ასმათ საღირაძის ნაციონალური თოჯინები. კოლექცია მოიცავს კავკასიელი და მათშორის, ჩერქეზი ნაციონალური ტიპის თოჯინებსაც. |








