ჭადრაკის სკოლის გამარჯვებულები
09 მარტი 2012 წ.

9 მარტს თბილისის საჭადრაკო სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ჭაბუკთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდობის სახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის მოსწავლეებმა: ტურნირში საბა ლომსაძემ გაიმარჯვა; II ადგილზე კი გიორგი ჯიქია გავიდა.

თებერვალში თვეშიში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში 18 წლამდე ჭაბუკთა შორის ასევე საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეს შალვა ნადირაშვილს ხვდა გამარჯვება.