|
სტუმარი ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტში
![]() 12 მარტი 2012 წ.
![]() 12 მარტს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტი კაბინეტის აღზრდილს - სურსათის უვნებლობის პირველი კატეგორიის ექსპერტს გიორგი ჩიკვაიძეს შეხვდა. სტუმარმა მოსწავლეებს წარმოუდგინა პრეზენტაცია უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობაზე. შეეხო ვეტერინარიისა და გენური ინჟინერიის საკითხებს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია მოსწავლეებმა მათთვის ბევრი საინტერესო საკითხზე მიიღეს პასუხი. |








