პროექტი "ამერიკული კუთხის ვიდეო კონკურსი”
10 ივნისი 2012 წ.

8 - 9 ივნისს, სსიპ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ,,ამერიკული კუთხის ვიდეო კონკურსი" ჩატარდა.

აღნიშნული პროექტი ამერიკა - საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობების 20 წლისთავს მიეძღვნა და მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მოქმედი ამერიკული კუთხეების 12-18 წლამდე ასაკის მოსწავლე ახალგაზრდები იღებდნენ.

ღონისძიება საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ "საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში არსებულ ამერიკული კუთხის ბაზაზე და სტუდია "პიონერფილმის" ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.

კონკურსში საფესტივალო ფილმების რაოდენობა 57 შეადგენდა. თითოეული გუნდი წარმოადგენდა 3-5 წუთიან ფილმს თემაზე "მეგობრობა". საფესტივალო ფილმების ჩვენება ორ დღეს გაგრძელდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეთათვის შედგა შეხვედრა კონორეჟისორ ნანა ჯანელიძესთან, ასევე ბავშვებსა და ორგანიზატორებს სახელმწიფო გალერეამ ქართველ მხატვართა შედევრების დასათვალიერებლად უმასპინძლა.

9 ივნისს ფესტივალის დასკვნით ეტაპზე პეციალურად მოწვეული ჟიურის მიერ შეირჩა საუკეთესო ფილმები. გამარჯვებული გუნდები კი ამერიკის საელჩომ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.