საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
25 მარტი 2012 წ.

25 მარტს, სსიპ, საქართველოს ახალგაზრდობის სახლის თეთრ დარბაზში ხელმარჯვე ეთნოგრაფთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მოზარდმა ხელოვანებმა ხალხური ტრადიციების საფუძვლებზე შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკულ ნამუშევრევრებად წარმოადგინეს. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ხალიჩისა და ფარდაგის ქსოვის, თექის მოთელვისა და ქარგვის ტექნოლოგიებს, ასევე ხალხური თოჯინებისა და მცენარეული საღებავებით დაფერვის ტრადიციულ წესებს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდობის სახლის ეთნოგრაფიული ჯგუფების აღზრდილი ახალგაზრდების ნამუშევრებიც.

გამოფენა საზეიმო ვითარებაში ხალხური მელოდიებისა და კოსტიუმების თანხლებით გაიხსნა და მას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები და ხალხური რეწვის ოსტატები დაესწრნენ. ვიზუალური თვალსაჩინოებისთვის მოეწყო ვიდეო- ფოტო კოლაჟი, მასტერკლასის ელემენტები და სხვა.

ხელმარჯვე ეთნოგრაფთა შემსწავლელი ჯგუფები ახალგაზრდობის სახლში სამ ათეულ წელზე მეტია ისწავლება და იგი ხალხური ტრადიციების შესწავლას, შენახვასა და ახალგაზრდებში ქართული კულტურის სულის დანერგვას ემსახურება.

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად გაზაფხულზე ტარდება, რაც ახალგაზრდა თაობებში კიდევ ერთი ქართული უძველესი ხელობის პოპულარიზაციას ემსახურება.