ახალგაზრდობის სახლში მხატვრული თარგმნის კონკურსში გამარჯვებულთა მოსწავლეები დააჯილდოვეს
29 მარტი 2012 წ.

29 მარტს სსიპ, საქართველოს ახალგაზრდობის სახლის სარკეებიან დარბაზში მხატვრული თარგმნის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ჯილდო, დიპლომების სახით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა იმ წარჩინებულ 12 მოსწავლეს გადასცა, რომლებმაც კონკურსში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ასევე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე. ახალგაზრდებმა წამახალისებელი საჩუქრების, სახით გამომცემლობა „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ წიგნებიც მიიღეს.

კონკურსში მონაწილეობა თბილისის 88 სკოლამ მიიღო. ყველაზე დიდი აქტიურობა 22-ე, 24-ე და 157-ე საჯარო სკოლებმა გამოავლინეს, რისთვისაც მინისტრმა სკოლების დირექტორებს გია მურღულიას, მანანა სულაშვილს და მაკა ჭელიძეს სპეციალური დიპლომები გადასცა.

საქართველოს ახალგაზრდობის სახლის უცხო ენათა კაბინეტში მხატვრული თარგმნის კონკურსი 26 თებერვალს ჩატარდა და მასში მონაწილეობა თბილისის სხვადასხვა სკოლის 480-მომოსწავლემ მიიღო. აქედან ინგლისურ ენაში წარმოდგენილი იყო 233 მოსწავლე, რუსულ ენაში - 197, გერმანულში 33, ფრანგულში კი-17.