|
მათემატიკური ინტერნეტ-შეჯიბრი
![]() 08 მარტი 2012 წ.
![]() 6-8 მარტს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის კომპიუტერული სტუდიის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ მათემატიკის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ მათემატიკურ ინტერნეტ-შეჯიბრში. მათემატიკის მსოფლიო დღე აღინიშნება მარტის პირველ ოთხშაბათს. (48 საათის განმავლობაში - სანამ დედამიწის რომელიმე წერტილში არის მარტის I ოთხშაბათი). წელს ამ დღის აღნიშვნა საქართველოში დაიწყო 6 მარტს შუადღისას და დამთავრდა 8 მარტს. ეს არის არითმეტიკული თამაშები, რომლებიც საკმაოდ ავითარებენ სწრაფი ზეპირი ანგარიშის უნარ-ჩვევებს. ამასთან, მოსწავლეებისთვის ძალზე სახალისოა ის, რომ ყოველ მინი-თამაშში ის ეჯიბრება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის 3 თავის თანატოლს, რომელსაც შემთხვევითობის პრინციპით ურჩევს პროგრამა. თამაში რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობდა და სტუდიის აღსაზრდელებიც თავიანთი ასაკის შესაბამის ჯგუფებში იღებდნენ მონაწილეობას. 8-დან 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გიორგი ხიზანიშვილმა, ლუკა ბექაურმა და ნიკა ჭელიძემ დააგროვეს მაღალი ქულები და დაიმსახურეს გამარჯვებულის სერტიფიკატები, ასევე 11-დან 13 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულების სერტიფიკატები მოიპოვეს შალვა ხიზანიშვილმა და საბა ლოსაბერიძემ. დანარჩენი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ – მონაწილის სერტიფიკატებით. |








