ლიდერთა კლუბის პრეზენტაცია თემაზე “არაბული სამყარო”
04 მარტი 2012 წ.

4 მარტს ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის “ლიდერთა კლუბის” წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: “არაბული სამყარო”. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქაიროს უნივერსიტეტის მაგისტრანტები, სემიტოლოგები ნინო ძიძიგური და მაია შავიძე.

სტუმრებმა შეაფასეს მოსწავლეების გამოსვლები და მათი ცოდნა შეავსეს საინტერესო საუბრებით ეგვიპტის შესახებ. იყო შეკითხვები ეგვიპტე-საქართველოს ურთიერთიბის შესახებ. გასაკუთრებით ბავშვები დაინტერესდნენ ეგვიპტელთა ტრადიციებითა და მათი ყოფა-ცხოვრებით. მოსწავლეთა ნაშრომებიდან შეირჩა საუკეთესო, რომელიც წარდგენილი იქნება 66-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე.