|
პრეზენტაცია ამერიკულ კუთხეში
09 მარტი 2012 წ.
![]() 9 მარტს საქართველოს ამერიკული კუთხის მოსწავლეები დაესწრნენ პრეზენტაციას “რკინის პეპლები”, რომელიც ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა ემი დიასმა წარმოადგინა. პროგრამა ეძღვნებოდა მარტის - როგორც ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ემსჯელათ და გაეხსენებინათ ის ცნობილი ქალები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. |







