|
გეოეკოლოგიის წრის წევრთა სემინარები
![]() 16 მარტი 2012 წ.
![]() გრძელდება გეოეკოლოგიის წევრთა სემინარები თემაზე: ,,კლიმატის ცვლილებები მსოფლიოში და საქართველოში.” სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდობის სახლის საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრის წევრები გასულ წელს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მარიკა ელისბარაშვილს, ასევე გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს, კლიმატის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარ სპეციალისტს ბატონ ბაკურ ბერიტაშვილს. 16 მარტს კი გეოეკოლოგიის წრის წევრები მესამე ეროვნული შეტყობინების გაეროს კლიმატის ცვლილებების პროექტის მენეჯერს ქალბატონ მარინა შვანგირაძეს შეხვდნენ. ქალბატონმა მარინამ იმ ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრა, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან გამძაფრდა, კერძოდ კი კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე. საუბრის ბოლოს ქალბატონმა მარინამ ურჩია მოსწავლეებს თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეეტანა გარემო პირობების გაუმჯობესებაში. ესაა ელექტრო ენერგიის დაზოგვა, ხეების დარგვა, ზედმეტი გამონაბოლქვის შემცირება და სხვა. |








