П(პი) რიცხვის დღე კომპიუტერულ სტუდიაში
14 მარტი 2012 წ.

П (პი) რიცხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციული ღონისძიებაა. წელსაც 14 მარტს მათემატიკის წრის წევრები შეეჯიბრნენ ერთმანეთს Пრიცხვის თანრიგების დამახსოვრებაში, წრის ფორმის საგნებისა და სექტორების ფართობების და სიგრძის გამოანგარიშებაში, ანუ ისეთ საქმიანობაში, რომლისთვისაც საჭიროა (პი) რიცხვის გამოყენება.

П (პი) რიცხვის დღე არის არაოფიციალური დღესასწაული, რომელიც ეძღვნება მათემატიკურ მუდმივა П (პი)-ს. ის აღინიშნება 3 მარტს (3/14), რადგანაც 3, 1, 4 არის ამ მუდმივას პირველი 3 ციფრი. ეს დღე არის აგრეთვე აინშტაინის დაბადების დღეც, მაგრამ თუ მისი აღნიშვნა იწყება 1:59 საათზე, ეს უკვე ნამდვილად П (პი) რიცხვის საპატივცემულო ღონისძიებაა. (П=3.141592653...)

2009 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ამ დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას. П (პი) რიცხვის დღის აღნიშვნის იდეა ეკუთვნის ლარი შაუს, რომლის ინიციატივითაც 1988 წელს პირველად აღინიშნა ეს დღე სან-ფრანცისკოს ექპლორატორიუმში (მეცნიერებისა და ხელოვნების მუზეუმში), ამჟამად კი ამ დღეს აღნიშნავენ როგორც ამერიკის, ასევე მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებაში.