ვახტანგ ქარსელაძის მემორიალის შედეგები საჭდრაკო ტურნირში
12 ივნისი 2012 წ.

3 - 10 ივნისს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის, აღმზრდელის ვახტანგ ქარსელაძის ტრადიციული ბავშვთა გუნდური მემორიალი ოთხ (08,10,12,14 წლამდე) ასაკობრივ კატეგორიაში, რომელშიც საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ერვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამ ასაკობრივ კატეგორიაში, კომპოზიციაში საერთაშორისო დიდოსტატის, სასახლის პედაგოგის დავით გურგენიძის შეგირდებმა გაიმარჯვეს. გამარჯვებული გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ, ხოლო წარმატებულ მწვრთნელებს დავით გურგენიძესა და მზია წერეთელს კი მედლები გადაეცათ.