ლექცია-საუბარი საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტში
25 თებერვალი 2012 წ.

25 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სამხედრო საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის მეგობარ-მრჩეველთა საბჭოს წევრი, პროფესორ-ისტორიკოსი ბატონი სიმონ მასხარაშვილი ესტუმრა.

მოწვეულმა სტუმარმა ვრცლად ისაუბრა 1921 წლის 25 თებერვალზე. (ამ დღეს მოდერნიზებულმა იმპერიამ ქართველ ერს კიდევ ერთხელ წაართვა თავისუფლება). გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, იმ საკითხებზე, რომელთა მიზეზითაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ბოლშევიკური რუსეთის აგრესია.

ლექცია-საუბარმა მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ბატონმა სიმონმა მადლობა გადაიხადა მოწვევისთვის და მომავალი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.