|
თამაზ ტყემალაძე სტუმრად ფოლკლორის კაბინეტში
![]() 06 თებერვალი 2012 წ.
![]() 6 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორის კაბინეტს ფილოლოგი, ბატონი თამაზ ტყემალაძე ესტუმრა. იგი კაბინეტის აღსაზრდელებს ცნობილი ქართველი მოღვაწეების შესახებ ესაუბრა. ბატონმა თამაზმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი. ყურადღება გაამახვილა მათ ურთიერთობებზე და მიმოიხილა მათი შემოქმედება, ასევე გაიხსენა ცნობილი ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორის კაბინეტთან ეს კაბინეტი ვახუშტი კოტეტიშვილის მამის, მეცნიერ-ფოლკლორისტის ვახტანგ კოტეტიშვილის სახელს დღემდე ატარებს. |








