ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდობის სახლში
13 თებერვალი 2012 წ.

 

13 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლმა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ქალბატონ სოლვიტა აბოლტინასა და საქართველოში ახლადგახსნილ ლატვიის დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა სტუმრებისათვის გაიმართა სახლის მხატვრული კოლექტივების კონცერტი. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ანსამბლ ,,მზიურის” მიერ სტუმრების მშობლიურ ენაზე შესრულებულმა სიმღერამ.