ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები ,,მომავლის სახლში”
29 იანვარი 2012 წ.

29 იანვარს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის მოსწავლეები ქველმოქმედთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. მათ მასპინძლობა ,,მომავლის სახლის” დირექტორმა ქალბატონმა მარი იზორიამ გაუწია.

საქართველლოს ასხლგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა ,,მომავლის სახლის” აღსაზრდელებს საჩუქრები მიუტანეს და სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ. ისინი მათ მეგობრობასა და დახმარებას შეპირდნენ.